რეზონანსი
22.10.2018

 ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - ორთაჭალაში, რესტორან "ასტორიასთან" ერთმანეთს ყვითელი ავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ავტობუსის 2 მგზავრია მსუბუქად დაშავებული. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბროგადებია მობილიზებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×