რეზონანსი
22.10.2018

 ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შესახებ გაუხმაურებელ ინფორმაციას ავრცელებს, მისი თქმით ვაშაძე მოსწავლეთა (პიონერთა) სასახლის მიტაცებას გეგმავდა:

"არ მინდოდა თქმა, მაგრამ მაინც მათქმევინეთ:

ნინო და გრიგოლი ერთად ნიშნავს წართმეულ მოსწავლეთა სასახლეს!

2005 წელს იმ დროისთვის რუსული დიპლომატიიდან ამოპანღურებული და უმუშევარი გრიგოლ ვაშაძის იდეა იყო მოსწავლეთა სასახლის მიტაცება და საკუთარ ბიზნესად გადაქცევა! ამისთვის იყენებდა ნინოს სახელს!

გრიგოლი ჩრდილში დარჩა და ნინო გაილანძღა! სხვათა შორის, სამართლიანად!

ახლაც, როგორც კი ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს, მიზნად აქვს მოსწავლეთა სასახლის მიტაცება!

6 წლის შემდეგ ავლაბრის სასახლიდან მეფისნაცვლის სასახლეში გადმოსვლას გეგმავს გრიგოლ ვაშაძე!" - წერს მძინარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×