რეზონანსი
22.10.2018

 "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, 7 ნოემბერიც, პატარკაციშვილის სიკვდილიც და "იმედის" დარბევაც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედიოდა:

"სხვათა შორის, 7 ნოემბერზე რომ ხშირად ვსაუბრობთ და შეცდომები დაუშვა მაშინ ხელისუფლებამ, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც მოითხოვდა ისტერიულად 7 ნოემბრის ამბების ისე დასრულებას, "იმედის" დარბევას და ასე შემდეგ", – განაცხადა გვარამიამ თავის გადაცემაში.

"არავინ ისე არ ეზიზღებოდა ბიძინა ივანიშვილს, იმაზე მეტად და არავისი ისე არ ეშინოდა, როგორც ბადრის. თუ ვინმე ფულის გადამხდელი იყო ბადრის მკვლელობაში, იყო ბიძინა ივანიშვილი. მე ვმუშაობდი ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე, პასუხისმგებელი პირი ვიყავი საქართველოს პროკურატურაში, ხომ ვიცი ვის ვუგზავნიდით პირველ "იმეილებს", რომ დაწყნარდით, ყველაფერი წესრიგშია, ბატონო ბიძინა", – თავისებური აღიარება გამოუვიდა გვარამიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×