რეზონანსი
22.10.2018

 მას შემდეგ, რაც ნინი ქარსელაძემ დაუფარავად განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია, მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში კამპანია აგორდა. მომღერალს სხვადასხვა სახის უარყოფით კომენტარებს უწერენ

"ფუ წარმოდგენა დამეკარგა შენც მოღალატე ყოფილხარ, ყველა გამყიდველები გადაშენდებით მალე”; "სამწუხაროა ნინი, მე აფხაზეთიდან ვარ და ერთ კითხვაზე მიპასუხე თუ შეიძლება: შენც სალომეს მსგავსად აფხაზეთი განგრენად მიგაჩნია ან აფხაზეთს მეზობლად მიიჩნევ?" – ამგვარ კომენტარებს უწერენ მომღერალ ნინი ქარსელაძეს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ვიდეოზე, სადაც მომღერალი სხვა ცნობილ ქართველებთან ერთად მონაწილეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×