რეზონანსი
22.10.2018

 ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მსხვერპლით დასრულდა. ჩქაროსნულ მაგისტრალზე ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა, მათ შორის არის სამგზავრო მიკროავტობუსი.

როგორც "ინფო რუსთავთან" მირკროავტობუსის მძღოლი აცხადებს, "ბეემვეს" მარკის ავტომობილმა გადაასწრო, გადავიდა გზის საპირისპირო მიმართულებაზე და ტაქსს "მერსედესის" მარკის ავტომობილს დაეჯახა. "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილში იმყოფებოდა მგზავრი, 30 წლამდე მამაკაცი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 63 წლის მამაკაცი დაშავდა და მისი გადაყვანა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" მოახერხა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ავტობანზე მოძრაობა შეზღუდულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×