მცხეთაში კოსმონავტების ქუჩაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას, ოჯახის სამსართულიანი სახლი 764 კვადრატულ მიწაზეა აშენებული, რომელსაც დიდი ვერანდები და ერთი დამატებითი მანსარდული სართული აქვს. აღნიშნული სახლი ბესელიებმა 2017 წლის 31 ივლისს შეიძინეს.
ოჯახის სახლი ეკა ბესელიას დეკლარაციაში არ წერია, არადა სავალდებულო დოკუმენტაცია პარლამენტის იურდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დედის სახელზე ქონების გადაფორმებიდან ექვს თვეში შეავსო. არსებობს ვარაუდი, რომ ბესელიამ ქონება დამალა.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე 2012 წლიდან 2016 წლამდე ყველა შევსებულ დეკლარაციაში დედას ოჯახის წევრებად უთითებდა. 2017 წლის 27 დეკემბერს შევსებული დეკლარაციიდან კი ეკა ბესელიას დედა გულიზარ ორაგველიძე გაქრა.
საჯარო რეესტრში გულნაზ ორაგველიძის სახელზე ქონება არ ირიცხება, თუმცა, სანდო წყარომ მმართველი პარტიიდან "კურიერის" უთხრა, რომ ეკა ბესელიას დედა სინამდვილეში არა გულიზარ ორაგველიძე, არამედ გულიზარ ბესელიაა, რომლის სახელზეც არის მცხეთის სახლი.
ეკა ბესელიას ოჯახმა სახლი მცხეთაში პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის, აპარტამენტების გვერდით იყიდა.
ქონება ბახტაძის ოჯახს წლებია, ეკუთვნის, თუმცა, მისი გამინისტრების შემდეგ, ბახტაძის ოჯახმა უკვე არსებული მიწის ნაკვეთის გვერდით, ახალი 610 კვ/მ ტერიტორია კიდევ შემოიერთა.