რეზონანსი
21.10.2018

 მურმან დუმბაძემ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა, რომ თავისი მტკიცე მარჯვენა და მარცხენათი დაადასტურე გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა.

"მინდა გითხრათ, როგორც ქალბატონი სანდრა ამბობს, არამხოლოდ მარჯვენა და მარცხენა ხელით, არამედ ჩემი ფეხითაც დავადასტურე მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ჩემი ფეხი ბედნიერია ყველა იმ ოპოზიციაში, სადაც მე მივდივარ, ის ყოველთვის იგებს", – განაცხადა დუმბაძემ აჭარაში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრის შემდეგ კი საპრეზიდენტო კანდიდატის მეუღლემ ნინო ანანიაშვილმა, მურმან დუმბაძემ და მედეა ვასაძემ ერთობლივი ფოტო გადაიღეს, რომელსაც მედეა ვასაძის ქალიშვილი აქვეყნებს შემდეგი სიტყვებით: “დღევანდელი დღის ემოცია დიდხანს გამყვება”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×