რეზონანსი
21.10.2018

 (რეზონანსი) ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი ადამიანი თავისუფალია. ამის შესახებ 1tv.ge საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს.

ოკუპანტებმა მორჩილი 2000 წელს დაბადებული გურამ ლობჯანიძე მაშინ დააკავეს, როდესაც ის წყაროზე წყლის ამოსატანად იყო ჩასული. მამა პავლე ( იოსებ ტეტელოშვილი) მის დასახმარებლად ჩავიდა, თუმცა მისი თხოვნის მიუხედავად გაეთავისუფლებინათ მორჩილი, ორივე გადაიყვანეს რუსულ სამხედრო ბაზაზე.

მომხდარ ფაქტზე ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მანამდე 33 წლის გიორგი შამანაური და 35 წლის იასონ შუკაკიძე ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტყის მასივში დააკავეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×