რეზონანსი
21.10.2018

 (რეზონანსი) თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე 50 წლამდე ასაკის მამაკაცი საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, სამი ახალგაზრდა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამის შესახებ პირველი არხი იუწყება.

მეზობლების ცნობით, დაღუპული ირანის მოქალაქეა, რომელსაც ბინა რამდენიმე თვის ნაქირავები ჰქონდა. მისი გარდაცვალება სავარაუდოდ, მოწამვლას უკავშირდება. შსს-ს ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც სიკვდილის ზუსტ მიზეზს დაადგენს.

ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×