რეზონანსი
21.10.2018

 (რეზონანსი) სამაშველო სამსახურის თანამშრომლის განცხადებით რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად ფატალური შედეგი არ დამდგარა, დაშავებულია 12 ადამიანი, ისინი რუსთავის ორ საავადმყოფოში არიან გადანაწილებულნი.

„არსებული ინფორმაციით მიმდინარეობდა ავტოფარეხის დემონტაჟის სამუშაოები, მოხდა ჟანგბადის ბალონის აფეთქება. ამ მომენტისათვის რუსთავის 2 სავადმყოფოში გადაყვანილია 12 ადამიანი, სხვა და სხვა სახის დაზიანებით. გარდაცვლილი არავინ არის, შემთხვევა მოხდა 12 საათსა და 34 წუთზე, დაახლოებით 4 წუთში სახანძრო სამაშველო დანაყოფი 4 ერთეული გამოცხადდა ადგილზე, მოხდა სრულად მოსახლეობის გაყვანა დაზარალებული ზონიდან იმიტომ რომ აფეთქების შედეგად სამი კორპუსის გარე შენობა ჩამოყრილია. არის დაზიანებული ეზოში მდგომი ავტომობილები. გაზი ელექტროენერგია გადაკეტილია, ამ მომენტისათვის განმეორების საშიშროება არ არსებობს. გამომწვევი მიზეზი უცნობია მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები."- განაცხადა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×