რეზონანსი
21.10.2018

 (რეზონანსი) აფეთქება მოხდა რუსთავში მე-19 მიკრორაიონში #14 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის შედეგად დაშავდა 10-მდე ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც. 7 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

ადგილობრივების განცხადებით, აფეთქება იმ დროს მოხდა როდესაც ავტოფარეხების დემონტაჟი მიმდინარეობდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, დემონტაჟის დროს ავტოფარეხში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა. ასევე საცხოვრებელ სახლებში ჩაიმსხვრა მინები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია რუსთავის საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში და კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×