რეზონანსი
21.10.2018

 ბათუმში, კერძო საბავშვო ბაღში „მაგადასკარი", ოთხი წლის ბავშვის სავარაუდო ცემის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, დაშავებული ბავშვის ფოტო მასალა მას ბავშვის დედამ მიაწოდა. მისი ინფორმაციით, 4 წლის ბიჭს ფიზიკურად ამავე ბაღის ძიძა გაუსწორდა. დედამ კი ბავშვის სხეულზე ტრავმები სახლში მიყვანისას აღმოაჩინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×