რეზონანსი
21.10.2018

 პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. რო­გორც თავად ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სამ­მარ­თვე­ლო­ში მისი პი­რა­დი ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს.

„ტან­საც­მლის ყვე­ლა კუ­თხე-კუნ­ჭუ­ლი შე­ა­მოწ­მეს, მათ შო­რის ფეხ­საც­მე­ლე­ბი და წინ­დე­ბიც კი. არა­ფე­რი არ მქონ­და, ვუ­თხა­რი, რომ რაც მქონ­და ყვე­ლა­ფე­რი და­ვა­რი­გე. ამის შემ­დეგ იყო სა­კა­მოდ ვრცე­ლი გა­მო­კი­თხვა. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აქვთ აღ­ძრუ­ლი და ამ გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მომ­კი­თხეს დე­ტა­ლუ­რად, რო­გორ და­ვა­ორ­გა­ნი­ზე ფეს­ტი­ვა­ლი, რას ვა­პი­რებ­დი, „ჯო­ინ­თი“ რას ნიშ­ნავს. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს და­კი­თხვა იმით დას­რულ­და, რომ მი­თხრეს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი, გაგ­რძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

"აიპიენის" კი­თხვა­ზე, მის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტუ­რას ხომ არ ექ­მნე­ბა საფრ­თხე, ჯა­ფა­რი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ გა­მო­კი­თხვის დროს ვი­ღა­ცე­ბი კო­რი­დორ­ში დარ­ბოდ­ნენ და იძახ­დნენ ცეს­კოს შე­ვა­ტყო­ბი­ნო­თო.

„წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს ეს რას ნიშნავს. მგო­ნი, ასე მარ­ტი­ვად ვერ მომხსი­ან", - თქვა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×