რეზონანსი
21.10.2018

 რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში, საღამოს საათებში, სადარბაზოში, ახალგაზრდა ქალს, მამაკაცი თავს დაესხა და მისი გაუპატიურება სცადა. დაზარალებულის დედამ "ინფო რუსთავთან" საუბრისას თქვა, რომ 35 წლამდე მამაკაცი, მის შვილს გზიდან აედევნა და სადარბაზოში შეჰყვა, რა დროსაც პირზე ხელი ააფარა, არ შემომხედოო უთხრა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა.

ახალგაზრდა ქალი ყვიროდა და შველას ითხოვდა. ცდილობდა მამაკაცს გასაუბრებოდა და გადაერწმუნებინა განზრახის სისრულეში მოყვანაში, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს კი იმის გამო, რომ თავდამსხმელისგან თავი დაეღწია, მას თითზე უკბინა.

გზაზე მიმავალმა გოგონამ სადარბაზოდან ხმაური გაიგო, მიხვდა რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას და 112-ში დარეკა.

მალევე შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. მამაკაცმა მიმალვა მოახერხა, თუმცა ის მეზობელ ეზოში პოლიციამ მალევე დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×