რეზონანსი
20.10.2018

 გავრცელდა მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც ირკვევა, რომ ძალოვნები ხელისუფლებას აუმხედრდნენ და არ აპირებენ ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ. ჩანაწერში მირზა სუბელიანი ქართული ოცნების "პიარ" სამსახურის უფროსს და მმართველი პარტიის მთავარ იდეოლოგს, ლაშა ნაცვლიშვილს, აგინებს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტი ამბობს, რომ ლაშა ნაცვლიშვილი "ოცნებაში" ახლა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა და სწორედ ის ქმნის პარტიული დღის წესრიგს.

ციხის საკნის ჩანაწერებმა ქართული ოცნების პარტიულ განხეთქილებას ფარდა ახადა. მირზა სუბელიანი შიდა პარტიული გარჩევების დეტალებს დათო ცუხიშვილს უყვება. სწორედ ის ამბობს, რომ ივანიშვილის რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი სისტემის შიგნით დიდი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ზურაბიშვილს ხმას ძალოვნების დიდი ნაწილი არ აძლევს და ამ პოზიციას არ მალავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×