(რეზონანსი) ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის" ორგანიზებით, თბილისში ეკლესიებს შორის მინი-ფეხბურთის ტურნირი გაიმართება. ტურნირის კენჭისყრა და პრესკონფერენცია დღეს სამებაში შედგა. ინფორმაციას "reginfo.ge" ავრცელებს.
ტურნირში მონაწილეობას 12 ეკლესიის მრევლი მიიღებს, რომლებიც ორ, A და B ჯგუფში განაწილდნენ.
A ჯგუფი:
1) ვაკის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი
2) სიონი
3) დიდი დიღმის ვახტანგ გორგალის სახელობის ტაძარი
4) ოქროყანის ღვთისმშობლის ტაძარი
5) ჯვრის მამათა მონასტერი
6) სამების მონასტერი
B ჯგუფი:
1) ვაკის სამება
2) ქაშუეთი
3) საბურთალოს მონასტერი
4) საბურთალოს კვირიკე და ივლიტას ტაძარი
5) საბურთალოს ჯვართამაღლების ტაძარი
6) დიდი დიღმის 100 000 მოწამის სახელობის ტაძარი.
პირველ შეხვედრაში ერთმანეთს სამებისა და ქაშუეთის გუნდები შეხვდებიან. ტურნირი ერთ კვირას გაგრძელდება, ფინალური შეხვედრა კი 28 ოქტომბერს გაიმართება.