რეზონანსი
20.10.2018

 (რეზონანსი) დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე „კანაფის ფესტივალის" პარალელურად "გირჩის" მიერ დაანონსებული ფესტივალის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა.

- ბატონო ზურაბ, თქვენ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, ადამიანებს ნარკოჭაიბისკენ მიათრევთ და ახალგაზრდებს მოუწოდებთ რომ ჯარში არ წავიდნენ და ამ ფონზე როგორი პრეზიდენტი იქნებით?

- დიახ, გეთანხმებით. მე ახალგაზრდებს ვაცდუნებ გახდნენ დეზერტირები და მერე ამ დეზერტირებს მივათრევ რომ ჩავახრჩო ნარკოჭაობში. მე ამას ვაკეთებ თუ მოგწონთ ამირჩიეთ, თუ არ მოგწონთ არ ამირჩიოთ.

- ამ განცხადებით, რაც თქვენ ახლა გააკეთეთ, უნდა დაინტერესდეს უშიშროების სამსახური, ამაში ხომ მეთანხმებით?!

- არა არ გეთანხმებით, მაგრამ თქვენ გაქვთ უფლება რომ მიმართოთ მათ, აგერ არიან.

- ჩვენ ახლა თქვენთან ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და გეუბნებით რომ თქვენნაირი ადამიანი, რომელიც ასეთ პროპაგანდას ეწევა, არის დამნაშავე. ჩვენ რომ ნორმალური სახელმწიფო გვქონდეს, თქვენი მოღვაწეობით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს როგორც უშიშროების სამსახური, ისე პოლიცია. თქვენნაირი ადამიანები უნდა წაიყვანონ დაკითხვაზე. რა პროპაგანდასაც თქვენ ეწევით დანაშაულია.

- ქალბატონო, სახელმწიფო მოდის და თავში მირტყამს უროს. მე ვყვირი - სახელმწიფო, თავში ურო არ მიტყა. თქვენ კი მეუბნებით მაგაზე ნუ კაპარაკობ, სხვა რამეზე ილაპარაკეო. მოდით, ჯერ უროს ნუ ჩამარტყამს სახელმწიფო, პოლიცია შეგვეშვას, წავიდნენ აქედან, თავი დაგვანებობ და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ მარიხუანა კარგია თუ ცუდი.

- სახელმწიფო თქვენ თავში უროს რომ გირტყამდეთ, დღეს პრეზიდენტობის კანდიდატი არ იქნებოდით, გასაგებია? თქვენ ვერცერთ შესაბამის პროცედურას ვერ გაივლიდით.

შეგახსნებთ, "მარიხუანას ფესტივალზე" პრეზიდენტობის კანდიდატი ზურა ჯაფარიძესთან ერთად, 11 ადამიანი დააკავეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×