რეზონანსი
20.10.2018

 (რეზონანსი) გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, მხარდამჭერებს ზუგდიდში ხვდება. შეკრებილებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ მიმართა და არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.

"28 ოქტომბერს უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი. იცით რატომ? იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ის ღალატობს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს და იცით, რატომ მარცხდება უპირობოდ? იმიტომ, რომ მან აფხაზეთი განგრენად გამოაცხადა და იცით, რატომ მარცხდება უპირობოდ? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობა არ დაუშვებს მთავარსარდლად იმ ადამიანს, ვინც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

"რაც შეიძლება, მალე დატოვეთ "ქართული ოცნების" რიგები და შემოუერთდით ხალხს, იმ ხალხს, რომელიც თავისით დადის, გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატის შეხვედრებზე. მოგატყუათ "ოცნებამ"? მოატყუეთ "ოცნება", გააკეთეთ არჩევანი უკეთესი ხვალინდელი დღის სასარგებლოდ," - განაცხადა ნიკა მელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×