რეზონანსი
20.10.2018

 (რეზონანსი) „გირჩის" მიერ „დედაენის ბაღში" ორგანიზებულ "კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე" ზურაბ ჯაფარიძე და 10-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებამდე პარტიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ ჯიბიდან სამი ღერი ამოიღო, რომელიც მისი თქმით, კანაფი იყო.

ჯაფარიძის თქმით, მან განახორციელა სამოქალაქო სამოურჩილებლობის აქტი.

„ჯიბეში მაქვს სამი ცალი ჯოინთი და ეს არის გასაღება, რომ იცოდეთ. ამის გამო ადამიანებს სვამენ ციხეში, სრული სიგიჟე არის, ხომ გესმით. მე ყოველ დღე ხალხს ვჩუქნი მოსაწევს. ყოველ დღე ვჩუქნი, ყოველ დღე ამ სახელმწიფოს გადმოსახედიდან მე მაქვს შეხება ვითომ კრიმინალებთან, მე ვჩუქნი ყოველ დღე ვიღაცებს მოსაწევს, როგორც ახლა ეს გავაკეთე. ამის გამო ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ, თუ მე დღეს ვერ დამიჭერენ ამის გამო, იმის გამო, რომ მე ვარ პოლიტიკოსი, იმის გამო, რომ ცნობადი სახე და ბოდვები, რომ ვარ საპრეზიდენტო კანდიდატი და ვითომ რაღაც პოლიტიკური იმუნიტეტი მაქვს, ვერ უნდა დაიჭირონ ვერავინ," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×