რეზონანსი
20.10.2018

 (რეზონანსი) საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის 2 მკვიდრი გაიტაცეს.

33 წლის გიორგი შამანაური და 35 წლის იასონ შამანაური ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტყის მასივში დააკავეს.

ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული.

„ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×