რეზონანსი
20.10.2018

 (რეზონანსი) რუსთავში, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერები წითლად შეღებეს.

შეღებვის გარდა, როგორც სურათებიდან ჩანს, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატებზე წითლად КГБ დააწერეს.

ოფისში მისულ პარტიის წევრებს ბანერები დაზიანებული დახვდათ, რის შემდეგაც პოლიციას მიმართეს.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. როგორც ოფისის თანამშრომლები ამბობენ საპატრულო ეკიპაჟის წევრები ოქმს ადგენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×