რეზონანსი
20.10.2018

 (რეზონანსი) მე თუ უნდა ვყოფილიყავი ცხოვრებაში მართული, ბევრად ადრე ვიქნებოდი, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, მთაწმინდის რაიონში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ის დამოუკიდებელი პრეზიდენტი იქნება და არა მართული.

„მე ვიქნები დამოუკიდებელი პრეზიდენტი. ვიღაცებს ეჭვები აქვთ, რომ არ იქნება დამოუკიდებელი და იქნება მართულიო. მე თუ უნდა ვყოფილიყავი ცხოვრებაში მართული, ბევრად ადრე ვიქნებოდი მართული. ალბათ, ეს აღარ მელის. მაგრამ მე ვარ მხარდაჭერილი „ოცნების" მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ გვეძლევა საშუალება საქმე გავაკეთოთ. კარგად ვიცი აქაური საკითხები და პრობლემები. თქვენ იტყვით, რომ პრობლემების რაღაც ნაწილი ვერ გადავწყვიტე, როგორც დეპუტატმა და არც იყო ჩემს კომპეტენციაში, მაგრამ მეტის გაკეთება შეიძლება პრეზიდენტისთვის, როცა ის თვითმმართველობასთან და მერიასთან უშუალო კავშირში იქნება და მიიტანს იქ იმ პრობლემებს, რომელიც არ არის კონკრეტიკა, მაგრამ მთლიანად ქალაქს ეხება,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×