რეზონანსი
20.10.2018

 (რეზონანსი) იაგო ხვიჩიასთან ერთად, "გირჩის" კიდევ ერთო წევრი ვახო მეგრელიშვილი დააკავეს.

როგორც გირჩის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ხვიჩია და მეგრელიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ დედა ენის ბაღში დაანონსებული ფესტივალისთვის აპარატურის შეტანა სცადეს.

აპარატურის შეტანის უფლება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. დაკავებულები ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.

„გირჩი" დღეს დედა ენის ბაღში კანაფის ლეგალიზებასთან აღსანიშნავად ფესტივალს ჩაატარებს. ზურა ჯაფარიძე და მისი მიმდევრები უკან დახევას არ აპირებენ და შესაძლოა, პროვოკაციაზეც წავიდნენ. ამას მოჰყვება დაკავებები, რომლის შესახებაც შსს "გირჩს" უკვე აფრთხილებს.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×