რეზონანსი
20.10.2018

 (რეზონანსი) ციხის ჩანაწერების მთავარი ფიგურანტის, მირზა სუბელიანის, 4-საათიანი გამოკითხვის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ მისი ინტერესების დაცვაში ახალი ადვოკატი ერთვება.

გუშინდელ გამოკითხვის პროცესს ის ორი ადვოკატი ინგა ჩალაური და ეკა ხუციშვილი არ დასწრებია, რომლებიც პატიმრის ინტერებს ამ დრომდე იცავდა.

ახალი ადვოკატის თქმით, პატიმარმა დაზიანებები სუიციდის მცდელობის დროს მიიღო.

„მირზა სუბელიანმა ყველა კითხვაზე განაცხადა პასუხი, ბოლოს ერთი და იგივე კითხვის უტრირება ხდებოდა, მასობრივ ინფორმაციაში გასული ინფორმაციის კითხვა იყო დასმული, ადასტურებ თუ არა ამას. მან სრულყოფილად გასცა პასუხი, რომ ეს ინფორმაცია იყო ორ კერძო პირს შორის ინდივიდუალური, პრივატული შინაარსის საუბარი და მისი შინაარსი გამომდინარეობდა დეპუტატზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, რათა ამ უკანასკნელისგან მოეპოვებინა კეთილი განწყობა. ადასტურებს, რომ ამ თემაზე ესაუბრა, მაგრამ ამ საუბრის შინაარსის რეალობას, სიმართლესთან სიახლოვეს, ობიექტურობას უარყოფს,"- განაცხადა მირზა სუბელიანის ადვოკატმა, კახა ხვისტანმა.

პროკურატურის წარმომადგენლები, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის ჩანაწერების და მასზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შევიდნენ.

გამოკითხვა გუშინ, საღამო 6 საათზე, დაიწყო და დაახლოებით, 4 საათს გრძელდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×