რეზონანსი
20.10.2018

 (რეზონანსი) ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (90 კგ) იაპონელ სანშირო მურაოს 30 წამში იპონით სძლია და ჩემპიონი გახდა.

ლაშა ბექაურმა პირველ შეხვედრაში ვაზარით სძლია კანადელ ბენჟამენ კენდრიკს, მეორე შეხვედრაში იპონით დაამარცხა ლატვიელი ემილს გერკენსი, ოქროს დროში მესამე შიდი მიაღებინა იაპონელ კოსუკე მაშიიამას, ნახევარფინალში დაამარცხა იპონით სერბი დარკო ბრასნჯოვიჩი, ხოლო ფინალში კიდევ ერთ იაპონელს, საშირო მურაოს სძლია იპონით და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×