რეზონანსი
20.10.2018

 პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის გოგონა, რომელსაც 12 ოქტომბრიდან ეძებდნენ. სამართალდამცველებმა გოგონა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში იპოვეს. გოგონას ოჯახის წევრებისა და ახლობლების განცხადებით, იგი საკუთარი სახლიდან რამდენიმე ბიჭმა გაიტაცა.

„არასრულწლოვანმა განმარტა, რომ რამდენიმე თვის წინ გაიცნო თავისი თანასოფლელი - ს.ი. და მასთან ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. მისივე განმარტებით, რაიმე სახის ძალადობას ან/და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია და ყველა მოქმედება განხორციელდა მისი ნამდვილი ნების შესაბამისად. ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ს.ი.-მ და მისმა თანმხლებმა პირმა“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით), რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×