რეზონანსი
20.10.2018

 „გირჩი“ 20 ოქტომბერს დედა ენის ბაღში კანაფის ლეგალიზებასთან აღსანიშნავად ფესტივალს ჩაატარებს,

სადაც მისულებს მარიხუანის ყიდვა და მოხმარება შეეძლებათ. ზურა ჯაფარიძე და მისი მიმდევრები უკან დახევას არ აპირებენ და შესაძლოა, პროვოკაციაზეც წავიდნენ. ამას მოჰყვება დაკავებები, რომლის შესახებაც შსს "გირჩს" უკვე აფრთხილებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ დაანონსებულ ე.წ. ფესტივალთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება, მოხმარება და პოპულარიზაცია დასჯადია. კანონით ასევე ისჯება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ორგანიზება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებს აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში.

იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ვინმეს (მათ შორის პოლიტიკური გაერთიანების წევრების თუ საპრეზიდენტო კანდიდატის) მხრიდან ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია სამართალდამრღვევი ყველა პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×