რეზონანსი
20.10.2018

 ირაკლი კაკაბაძე ლალი მოროშკინას გადაწყვეტილებას ეხმიანება და დადებითად აფასებს. მისი თქმით, ჟიურის წევრებისგან უზრდელობა მიუღებელია.

„სრულებით ვეთანხმები ჩემს მეგობარს, ლალი მოროშკინას. არ ეკადრება ჟიურის წევრს შეურაცხყოფის მიყენება ნებისმიერი ადამიანისათვის. „ამათ უნდა ჩაიფსან“ – ეს საკუთარ შვილს არ უნდა აკადრო, არათუ ისეთ ადამიანს, რომელსაც უამრავი რამე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული და საკუთარი სიცოცხლითაც გაურისკავს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რამეები ხდება. იმედია, საქართველოში ზრდილობა გვექნება. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩვენი უკრაინელი ქორეოგრაფების ჩვენ გვერდით ყოფნა“.

დაადგება თუ არა ირაკლი კაკაბაძე ლალი მოროშკინას გზას და დატოვებს თუ არა პროექტს, ამის გასარკვევად "რეიტინგი" კონკურსანტს დაუკავშირდა.

- ბატონო ირაკლი, თქვენი პოსტი ვნახე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა, თქვენც დატოვოთ პროექტი...

- ჯერჯერობით ამ თემაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×