რეზონანსი
20.10.2018

 მთელი დღის შემოტევის შემდეგ კოკა ყანდიაშვილმა თაკო ჩარკვიანს უპასუხა:

"თაკო,  მესმის, რომ არასდროს გიჭრიდა კალამი, მაგრამ უწიგნურობის ასეთი გამოვლინება, არშემდგარი კულტურის მინისტრის მოადგილისგან, მთლად “მეფე შიშველიას” ტოლფასია….

ანუ, როგორც შენი, ჩემდამი მოძღვნილი ადუჟებული ნაცოდვარიდან ვარკვევთ, “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო” – ათი საუკუნის წინ, არა შოთა რუსთაველმა დაუტოვა საქართველოს, როგორც სიბრძნე – არამედ ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა მომიძღვნა ეს – პირადად მე, თანაც როგორც “ფუნაგორია”?

თაკო, მამაშენის ხათრით, კი არ ხარ ღირსი, მაგრამ მაინც, ერთ უფასო რჩევას მოგცემ – უბრალოდ, აღარ დაწერო არაფერი, არც მე მომწერო, არც სხვას, გააუქმე შენი "ფეისბუქი", არ გამოგდის მაინც და მთლად ბოლომდე ნუ დაიმარხავ თავს.

არც უნდა გვიკვირდეს, რომ რუსული “შტაბკვარწირის პრინცესა” – მხოლოდ ისეთი ადამიანი შეიძლება გახდეს, ვისაც “კოკასა შიდა რაცა დგას….” XXI-ე საუკუნეში დაწერილი, თანაც ფუნაგორია ჰგონია” – წერს კოკა ყანდიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×