რეზონანსი
19.10.2018

 ხულოში,  სოფელ ჭახაურში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 18 წლის გოგონა და 72 წლის შეზღდული შესაძლებლობების მქონე მამაკაცი ემსხვერპლა. სოციალური ქსელის მომხმარებელი ანზორ ბოლქვაძე ინფორმაციას ავრცელებს:

„საშინელი ტრაგედია დატრიალდა ღორჯომის ხეობაში, სოფელ ჭახაურში დაიწვა ჯემალ და გურამ ართმელაძეების საცხოვრებელი სახლები. ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპნენ ჯემალ ართმელაძის ოჯახის წევრები ნოდარ და ნინო ართმელაძეები. სიტყვები უძლურია ამ საშინელების აღსაქმელად და გამოსახატად....ეს ენით უთქმელი ტრაგედიაა... ვიზიარებთ მათ მწუხარებას..."

"ეს კაცი  მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა, ხელიდან ოქროს ჭრიდა. ამ სახლებში ყველაფერი მისი ხელით იყო გაკეთებული. ამ ოჯახებში სისუფთავისა და სტუმართმოყვარეობის უმაღლესი სტანდარტი იყო დანერგილი. სიტყვით უთქმელი ტრაგედია დატრიალდა“ - წერენ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×