რეზონანსი
19.10.2018

 საბანკო ექსპერტი და ბანკების ლობისტი გოგიტა ცუცქირიძე ლარის კურსის ვარდნას ბოლო წლებში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპს უკავშირებს - „შემოდგომაზე ლარი უნდა გაუფასურდეს!“

„მოლოდინი იქმნება და ადამიანები იწყებენ მოლოდინის გამო უცხოური ვალუტის შესყიდვას. ფაქტობრივად,  თვითონვე უბიძგებენ ხელს ლარის გაუფასურებას და თვითონვე ქმნიან ამ აჟიოტაჟიდან გამომდინარე ლარის კურსზე ზეწოლას. ამიტომ მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად და მთავარი ფაქტორი მოსახლეობისთვის უნდა იყოს არა მოლოდინი და აჟიოტაჟი, არამედ ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური პროცესები. ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის რეგიონში მიმდინარე პროცესები, მაგრამ მთავარია ჩვენი ეკონომიკა როგორ რეაგირებს“- ამბობს "ჯიბისისთან" ცუცქირიძე.

ბანკების ლობისტი აღნიშნავს, რომ „მოსახლეობას შეუძლია  მშვიდად იყოს, ეკონომიკაში მიმდინარე  ტენდეციები პოზიტიურია”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×