პარკირების საათობრივი საფასური შესაძლოა, 20 თეთრიდან დაიწყოს. თბილისის მერიის ტრანსპორტის ეს ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ.
„ფასი შეიძლება 20 თეთრიდან იყოს, მისი ზრდა ან კლება დამოკიდებული იქნება შედეგზე. დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის იქნება ის ფასი, რაც ახლა არის შეთავზებული - წელიწადში 50 ლარი და 6 თვეში 25 ლარი, მაგრამ ვიზიტორებისთვის გადასახადი გაცილებით მეტი იქნება.
შესაძლებელია პარკირების საფასური ძველ თბილისსა და ვაკე-საბურთალოს რაიონში განსხვავებული, დიფერენცირებული იყოს, თუმცა, მაინც ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. კონკრეტულ საფასურს, რომელი იქნება ეფექტური, თვითონ ექსპერტებიც ვერ ამბობენ“, - ამბობს "ბიპიენთან" მუმლაძე.
მისივე ინფორმაციით, მძღოლები პარკირების საფასურს როგორც სპეციალური აპლიკაციით, ასევე საბანკო ბარათით გადაიხდიან.