რეზონანსი
19.10.2018

 ვაშინგტონმა დააანონსა უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო რუსეთის წინაამღდეგ ყოველ 1-2 თვე ახალ-ახალი სანქციების შემოღება. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხში კურტ ვოლკერმა ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამართული კონფერენციაზე. საკითხთან დაკავშირებით აშშ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპელ მოკავშირეებთან.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა "ევრონიუსთან" ინტერვიუში, რომ სანქციებით აშშ და ევროპა წყვეტენ თავიანთ შიდაპოლიტიკურ საკითხებს და კარგად იციან, რომ ამით შეუძლებელია მოსკოვის პოზიციაზე ზეგავლენის მოხდება.

მისი თქმით, რუსეთ-ამერიკის საქონელბრუნვის მცირე მოცულობის გამო აშშ-ს ბიზნესი თითქმის არ ზარალდება, განსხვავებით ევროპელი მეწარმეებისგან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×