რეზონანსი
19.10.2018

 (რეზონანსი) მეუღლის ხის ჯოხის ცემი გამო, 52 წლის მამაკაცს გორის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორის განცხადებით, მამაკაცი მეუღლეს სიტყვიერად დაემურა, შემდეგ კი ჯოხი სამჯერ გადაარტყა - თავში და ბეჭებში. "გორმედის" სამედიცინო დასკვნით, ქალს ტვინის შერყევა დაუდგინდა.

„იმ დროს, როდესაც ბრალდებული სამწყემსოდან სახლში დაღლილი დაბრუნდა, მეუღლემ უკმეხად უთხრა, რომ მისთვის საჭმელი არ ქონდა გაკეთებული, რაზეც მამაკაცი გაღიზიანდა და მეუღლესთან შეკამათდა" - აცხადებს ადვოკატი გივი ტურაშვილი.

დაზარალებული ქალი ამბობს, რომ მან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, რის გამოც გამოიძახა პოლიცია.

"როდესაც მეუღლემ ჯოხი დამარტყა, ისედაც შეუძლოდ ვიყავი და დავრეკე 112-ში, სასწრაფოს პოლიცია მოყვა და წამიყვანეს "გორმედში" სადაც ტვინის შერყევა დამიდგინდა. მართალია ტანჯვას არ განვიცდიდი, მაგრამ შეურაცხყოფილი ვიყავი მეუღლის ქმედებებით. "-ამბობს დაზარალებული.

ადვოკატის თქმით, არ იყო აუცილებელი პატიმრობის შეფარდება, თუმცა პროკურორის შუამდგომლობა, ქმედების განმეორების ალბათობის შესახებ, მოსამართლემ პატიმრობა გაითვალისწინა.

წყარო: Qartli.Ge

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×