რეზონანსი
19.10.2018

 (რეზონანსი) ფონდ „იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ფონდის წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია იგეგმება. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები კვლავ სპეკულირებენ ფონდის სახელით და იმ ოჯახებს სტუმრობენ, რომელთაც „იავნანა" დაეხმარა.

პაატა ბურჭულაძე საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, „შეწყვიტოს სამარცხვინო დევნა, გამოვიდეს, ბოდიში მოიხადოს და ხალხს უთხრას სიმართლე".

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ფონდ „იავნანას" წინააღმდეგ იგეგმება მორიგი პროვოკაცია. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან 25 ოქტომბერს ფონდი გეგმავს გრანდიოზულ, საქველმოქმედო გალა-კონცერტს.

საქმე იმაშია, რომ გარკვეული ჯგუფები კვლავ სპეკულირებენ ფონდის სახელით, ჩადიან იმ ოჯახებთან, რომელთაც ფონდი დაეხმარა. მინდა, მივმართო "იავნანას" ყველა ოჯახს, სტუდენტსა თუ ბავშვს, არ მოტყუვდეთ, არც ფონდი და არც მე თქვენთან ინტერვიუსთვის, ან რამე სხვა საკითხთან დაკავშირებით არავის არ ვაგზავნით. ეს ადამიანები ცრუობენ და არ არიან ფონდის წარმომადგენლები.

კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ეს სამარცხვინო დევნა, გამოვიდეს, ბოდიში მოიხადოს და ხალხს უთხრას სიმართლე. უთხრას, რომ ყველაფერი იყო სიცრუე და დადგმული სპექტაკლი, რომელმაც ყველაზე მეტად სწორედ ის ადამიანები დააზარალა, ვისაც ფონდი ეხმარებოდა", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×