რეზონანსი
19.10.2018

 (რეზონანსი) იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, მირზა სუბელიანს კისრისა და ხელების არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილას სისხლნაჟღენთები აღენიშნება.

წულუკიანის თქმით, განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანს ციხეში სცემეს

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ერთადერთი რაც აღელვებს ის არის, რომ მირზა სუბელიანი ფსიქოლოგიურად და ემოციურად მშვიდად იყოს.

„დაცვას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს ენახა თავის პატიმარი. ღელვის საფუძველი არ არის. ერთადერთი ის მაღელვებს, რომ მოცემული პატიმარი ფსიქოლოგიურად და ემოციურად მშვიდად იყოს. მირზა სუბელიანსა და ყველა პატიმარს, ვინც არ უნდა იყოს ის, ვუსურვებ გამძლეობას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×