რეზონანსი
19.10.2018

 (რეზონანსი) იტალიაში არალეგალი მიგრანტების უკანონოდ გადაყვანაში ბრალდებული ორი ქართველი მამაკაცი დააკავეს.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, იტალიელმა სამართალდამცველებმა ქართველები მაშინ დააკავეს, როცა 14-მეტრიანი ნავით, იტალიის საზღვაო საზღვარი გადაკვეთეს, ლეჩეს პროვინციაში ქალაქ გალაპოლში შევიდნენ და სანაპიროდან უახლოესი დასახლებისაკენ აიღეს გეზი.

ნავში 71 არალეგალი იმყოფებოდა, რომლებიც დაუდასტურებელი ინფორმაციით, პაკისტანელები არიან.

კარაბინერებისა და ფინანსური პოლიციის ერთობლივი ოპერაციის შედეგად, მოხდა ნავის კონფისკაცია და მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრში გადაყვანა, სადაც ამჟამად მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მათი განცხადებით, იმ კონკრეტულ მომენტში სანაპიროზე შემთხვევით აღმოჩნდნენ.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ამავე ბრალდებით ეს ქართველების დაკავების მესამე შემთხვევაა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×