რეზონანსი
19.10.2018

 (რეზონანსი) რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის ეპისკოპოსთა სინოდმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა.

რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება უკრაინის მოვლენებს უკავშირდება, კონსტანტინოპოლის მოქმედება კი „კანონიკურ მართლმადიდებლურ ბუნებას" მძიმე შეურაცხყოფას აყენებს.

„შეუძლებლად მივიჩნევთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირის გაგრძელებას ნებისმიერ დონეზე, ვიდრე ეს უძველესი და ერთ დროს დიდებული დობილი ეკლესია არ მოინანიებს და უარს არ იტყვის მართლმადიდებლური დოქტრინისთვის უცხო სწავლებაზე, ვიდრე არ დაუბრუნდება მართლმადიდებლობას და არ შეწყვეტს უკანონობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის ეკლესიის გაღიზიანება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელმაც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გადაწყვიტა.

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×