რეზონანსი
19.10.2018

 (რეზონანსი) მე-18 საუკუნის გალავანზე ჩატარებული სამუშაოების გამო, სიღნაღის მერიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული 12 000 ლარის ჯარიმის გადახდა აღარ მოუწევს. შესაბამისი გადაწყვეტილება რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა.

მოსამართლე პაატა ნოზაძემ საქმის წარმოება შეწყვიტა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯარიმის გადახდა მხოლოდ სამშენებლო კომპანია „ინსტალპლიუსს" დაეკისრება.

კომპანიას, რომელიც სიღნაღის მერიის დაკვეთით, მე-18 საუკუნის ისტორიული თაღის ტერიტორიაზე მდებარე დენდროლოგიური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა და თაღი შეღება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×