რეზონანსი
19.10.2018

 (რეზონანსი) ბათუმის სანაპიროზე, შერატონის მიმდებარე ტერიტორიაზე "პლაჟის სახინკლეები" "საზანდარისა" და "ფასანაურის" მეპატრონეებმა ობიექტები სექტემბერში დახურეს. ტერიტორია კი ინვენტარის საწყობად გამოიყენეს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

 სანაპირო ზოლზე უწესრიგოდ არის დაყრილი სახინკლეების ინვენტარის ნაწილი, რომელიც აღარ სჭირდებათ. მაგალითად ჭურჭლის სარეცხი ნიჟარები, მილები, სათლები და ა.შ. ასევე დაზიანებული ფიცრები, ფანჯრის დაზიანებული ნაწილები, რკინის ბოძები.

 "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, ბათუმის მერიას სანაპირო ზოლის დაბინძურებისთვის მოიჯარეები ამ დრომდე არ დაუჯარიმებია. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ობიექტების მეპატრონეებს მხოლოდ გაფრთხილება გაუგზავნეს, თუმცა როდის, ამ ინფორმაციას პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.

 

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×