რეზონანსი
19.10.2018

 (რეზონანსი) უპრეცედენტო შემთხვევა კორფუს საავადმყოფოში. პოლიპების ამოსაჭრელად მისული პაციენტი, ექიმებმა 1 საათის შემდეგ გააღვიძეს, რადგან ოპერაციის ჩატარება, საჭირო ინსტრუმენტების არქონის გამო, ვერ ხერხებოდა.

ამ ოპერაციის ჩასატარებლად ქირურგები სხვადასხვა ზომის ლარინგოსკოპებს იყენებენ. მათი ზომა დამოკიდებულია კონკრეტული პაციენტის ანატომიურ მახასიათებლებზე.

პაციენტს ჩვეულებრივზე გრძელი კისერი ჰქონდა, საავადმყოფოს კი, შესაბამისი ზომის ლარინგოსკოპი არ აღმოაჩნდა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პაციენტი, ამ დროისათვის, თავს კარგად გრძნობს.

წყარო georgians.gr

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×