რეზონანსი
19.10.2018

 (რეზონანსი) პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი უცხოეთში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას ეხმაურება, რომელიც „ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებს ეხება:

"პოლიტიკური - "გახრწნილი გვამების სუნი დგას", ყარს ქვეყანა, რა სირცხვილშია ქვეყანა - ჩანაწერები ავთენტურია!!! ეჭვიც არ მეპარებოდა, ხალხია ძალიან ცუდ დღეში, აი ამ ტიპის კორუფციული "გარიგება-შეწერვებით", აი ამიტომ შიმშილობს ხალხი. ერთი და იგივე ხალხით დაკომპლექტებული ბანდა, აშიმშილებს ხალხს, აი ამიტომ გვყავს, ამდენი სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული ხალხი, ძარცვავს ქვეყანას. მრავალი წელია უკვე ეს ბანდა, მათ "ყოფილი მედია-"შნიკები" ჰყავთ დასაქმებული ე.წ. "მატარებლებად" ჰყავთ დაქირავებული, რომ ცრუ ინფორმაციები, ცილისმწამებლური სიბინძურეები გაავრცელონ.

"მაგალითად ის, რომ ვითომ "შვილმა მამაზე, თქვა, რომ ის მოღალატეა",არადა, მსგავსი საქციელი, ხომ "მათი" "გამზრდელი მამის", ნუგზარ ფოფხაძის სტილია და მხოლოდ მის ტვინში იხარშება, (უკვე მრავალი წელია ძველი ანუ "ნაფტალინის, პოლიტიკურ - ცვედანთა ბრიგადა", რომელსაც ეს ხელისუფლება იყენებს, პრაქტიკულად "გვამებს" იყენებს. მაგრამ, ხომ იცით, გვამი, რომ გაიხრწნება, გარდა იმისა, რომ იხრწნება და სუნი ასდის და გაუსაძლისია ახლოს ყოფნა, ამავდროულად საშიშია, რადგან არსებობს ე.წ "გვამის დაავადება", რომელიც მომწავლელია, ამიტომაც გვამებს მარხავენ, ეს პირდაპირი მნიშვნელობით გვამებს ეხება, მაგრამ ასევეა "პოლიტიკური გვამი" თუ არ "დამარხე" პოლიტიკურად ააქოთებს ქვეყანას. მოწამლავს ხალხს დააპირისპირებს, როგორც არა ერთხელ გაუკეთებიათ და მართლა დამარხავს პოლიტიკურად, თუ ისე ქვეყანას!!!! ყველამ ვიცით, უკვე ამ "ბანდის" გვამების სახელები და გვარები - ყანდიაშვილ- ფოფხაძე-იანად"- ამათ, როგორ დავამარხვინოთ ეს მაგარი ქვეყანა!!!!!"- წერს თაკო ჩარკვიანი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×