(რეზონანსი) პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" დეპუტატი რომან კაკულია ლარის კურსის რეკორდულად გაუფასურებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეკონომიკურმა გუნდმა პრობლემის მოსაგვარებლად გრძელვადიანი გეგმა უნდა შეიმუშავოს
„ჩვენს ლარს სჭირს ერთი დიდი და ქრონიკული დაავადება, რაც არის, რა თქმა უნდა, ჩვენი გაცვლითი კურსში გამოხატული, ეს გახლავთ, ჩვენი სავაჭრო ბალანსი, რომლის მყისიერი ცვლილება შეუძლებელია და ამიტომ ის მოწყვლადია. ჩვენს ლარს სჭირს ჩვენი ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა, რომელსაც ემატება შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საგარეო ფაქტორები. აქ თამაშობს ძალიან დიდ როლს უკვე ამ ყველაფრის გამო ჩამოყალიბებული მოლოდინი და ნაკლები ნდობა ლარის მიმართ და ამ ყველაფერს სჭირდება გრძელვადიანი მკურნალობა," - განაცხადა რომან კაკულიამ.
ოფიციალური კურსით, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გუშინ დადგინა და დღეს მოქმედებს, 1 აშშ დოლარი 2.7026 ლარი ღირს, ხოლო კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2 ლარი და 74 თეთრი.
ეროვნული ბანკი ახალ ოფიციალურ კურსს დღეს 17:00 საათისთვის დაადგენს.