(რეზონანსი) „ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებით, "ქართული ოცნების" წევრებმა პარტია დატოვეს და "ევროპულ საქართველოს" შეუერთდნენ.
მისი თქმით, ამჯერად სახელისუფლებო გუნდი იმერეთის და აჭარის მასშტაბით 8 ადამიანმა დატოვა. მათ შორის ერთ-ერთი წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია.
დღეს ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე კონსტანტინე შვანგირაძე, რომელიც წყალტუბოს საკრებულოში უმრავლესობას წარმოადგენდა, განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" ორი თვის წინ დატოვა, რადგან ხელისუფლებამ "ნაციონალები" დააწინაურა, რაც გახდა უკმაყოფილების მიზეზი.
მისი თქმით, "ევროპული საქართველო" ერთადერთი ძალაა, რომელიც ხელისუფლებას დაამარცხებს.
ბრიფინგზე გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით, ჯამში "ევროპული საქართველოს" რიგებს "ქართული ოცნების" 300 მხარდამჭერი შეუერთდა.