რეზონანსი
19.10.2018

 (რეზონანსი) ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნების" დავალებით უარი გვითხრა, რომ საარჩევნო ბიულეტენში გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" სახელით დაფიქსირებულიყო, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკოს უკანონო გადაწყვეტილებით, გრიგოლ ვაშაძეს ბიულეტინებში დაარეგისტრირებენ როგორც „ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს.

ვაშაძე ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×