რეზონანსი
19.10.2018

 (რეზონანსი) მირზა სუბელიანს სხეულზე დამატებითი დაზიანებები არ აღენიშნება - ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გლდანის ციხესთან მას შემდეგ გააკეთა, რაც სუბელიანი საკანში მოინახულა.

მისი ინფორმაციით, პატიმარ სუბელიანს სხეულზე მხოლოდ ის დაზიანებები აქვს, რაც მას 15 ოქტომბერს სუიციდის მცდელობის შემდეგ გაუჩნდა.

ამასვე ადასტურებს ექიმთა ჩანაწერის წიგნი, სადაც აღწერილი დაზიანებები ემთხვევა პატიმრის სხეულზე არსებულ დაზიანებებს. ეს ჩანაწერი კი სწორედ 15 ოქტომბერს არის გაკეთებული.

ომბუდსმენის წარმომადგენლის განცხადებით, რაიმე სახის ზემოქმედებას თავად სუბელიანიც უარყოფს.

"მირზა სუბელიანი კატეგორიულად უარყოფს სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მის მიმართ პენიტენციალური დაწესებულების ნომერ მერვე დაწესებულებაში განხორციელდა გარკვეული ფიზიკური ზემოქმედება, ანუ მისი ცემა,"-აცხადებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ნათია კუპრაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×