რეზონანსი
19.10.2018

 საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მეორე ტურს ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით არჩევნები პირველ ტურში დასრულდება, – ამის შესახებ "360 გრადუსში" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ისაუბრა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ნიკა გვარამიამ სერიალების იმდენად დაუნდობელი, უზნეო და უჭკუო გეგმა წარმოადგინეს, რომ ფაქტობრივად, საზოგადოებას აღქმის უნარი დაუკარგეს, რომ გაარკვიოს, რომელი რომელია", – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დეპუტატმა ისიც განაცხადა, რომ თავადაც აღშფოთებულია და აქვს მწვავე რეაქცია, თუ როგორ ხდება საპატიმრო დაწესებულებებიდან საუბრის ჩანაწერების გამოტანა. შესაბამისი უწყებების მხრიდან ამას პასუხი უნდა გაეცეს და დამნაშავეს პასუხი მოეთხოვოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×