სალომე გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კლინიკა „კურაციოში“ მე-6 სართულიდან ხალხით სავსე ლიფტი ჩავარდა.
"გუშინ ჩემს 3 წლის შვილთან ერთად ვიმყოფებოდი კლინიკა „კურაციოს“ ახალ გახსნილ შენობაში, სადაც ლიფტით სარგებლობის დროს ლიფტი ჩამოწყდა და 6 სართულზე ჩამსხდრები აღმოვჩნდით 1 წამში 4 და 3 სართულს შორის. საბედნიეროდ მუხრუჭებმა დაიჭირა ლიფტი და გადავრჩით. დაახლოებით 20 წთ-ის შემდეგ, კლინიკის რიგითი თანამშრომელი - არა ლიფტიორი, უშედეგოდ ცდილობდა ლიფტის კარის გაღებას და ჩვენს გამოყვანას.
ლიფტში ჩემ და ჩემი 3 წლის შვილის გარდა იმყოფებოდა კიდევ 6 ადამიანი, აქედან კიდევ ერთი მცირეწლოვანი 2 წლის ბავშვი და 1 ასაკოვანი ქალბატონი. მადლობა ღმერთს, იქ არ იმყოფებოდა გულით ავადმყოფი ადამიანი, რომელიც დიდი ვარაუდით ვერ გადაიტანდა 1-საათიან უჰაერობაში და შიგადაშიგ სიბნელეში დგომას.
შიდა კარის ცალი ფრთის მოტეხვით (პლასტმასის ნაწილაკები შიგნით გვეყრებოდა) და ჩვენს მიერ შიგნიდან -შახტაში მოთავსებული კარის გამღების გაღების შედეგად ძლივს მოხერხდა ჩვენი გამოყვანა (ჩამოხტომა)".