რეზონანსი
19.10.2018

 საქართველოს ექსპრეზიდენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვიდეომიმარის დროს იგი ველოსიპედით მგზავრობდა ვარშავაში.

"ვარშავა, მე, ველოსიპედი, ხიდი. აი, ასეთ ხიდს ვაშენებდით, ამაზე დიდს თბილისში, დაკიდებულს, "ვეფხვი და მოყმესთან". ამ კორუფციონერებმა და ბანდიტებმა გააჩერეს თავისი ინტერესების გამო და ამიტომ იძირება თბილისი საცობებში. აზიური ბანკიდან ფული უკვე გამოყოფილი გვქონდა. ფული შეიჭამა, ხიდი არ არის, შემოვლით გზას არ ხსნიან.

ვარშავაში ძალიან ცოტაა საცობები და თბილისი იხრჩობა საცობებში. არა უშავს, 28 ოქტომბრის შემდეგ თბილისში საცობები აღარ იქნება. მენატრებით, აბა თქვენ იცით", – ამბობს ვიდეო-მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×