რეზონანსი
18.10.2018

 ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებულ ცენტრალურ მაგისტრალზე, სატრანსპორტო მოძრაობა დაახლოებით ორი საათია შეფერხებულია. ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა სატვირთო ავტომობილის ამოტრიალებამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მობილიზებული არიან და ტერიტორიიდან ამორტიზებული სატვირთოს გადატანას ცდილობენ.

ავტომობილს ბათუმის მიმართულებით მთის ლოდები გადაჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სატვირთო ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით დააჯარიმეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×